ახალი ამბები

წყნეთთან, სავარაუდოდ, ლერი სულაბერიძის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს

28 ივლისი, 2020 • 963
წყნეთთან, სავარაუდოდ, ლერი სულაბერიძის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს

წყნეთთან, სავარაუდოდ, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა დღეს, 28 ივლისს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უწყბეში არ აკონკრეტებენ, თუ ვის ეკუთვნის ავტომობილი, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანქანა ლერი სულაბერიძისაა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი