ახალი ამბებიკინო

თენგიზ აბულაძის „მონანიების” რესტავრაცია დასრულდა

29 ივლისი, 2020 • 1757
თენგიზ აბულაძის „მონანიების” რესტავრაცია დასრულდა

1987 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოებული ფილმის, თენგიზ აბულაძის „მონანიების“ რესტავრაცია დასრულდა. რესტავრაცია 4 თვის მანძილზე მიმდინარეობდა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც   გაციფრულების მიზნით, რუსეთის ფილმსაცავ “გოსფილმოფონდიდან” საქართველოში 17 ფილმის დაბრუნებას ითვალისწინებდა. 

რესტავრირებული  “მონანიების” ჩვენება  2020 წელს კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციაში, Cannes Classics-ში  იგეგმებოდა. ფილმის ჩვენება კანში Covid 19-ის პანდემიის გამო ვერ მოხერხდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით,  კანის კინოფესტივალი “მონანიების” ჩვენებას 2 წლის მანძილზე ითხოვდა სექციაში Cannes Classics, თუმცა საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო ფილმის  ჩვენება ვერ ხერხდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი