ახალი ამბები

Covid-19-ის პირობებში პირველი დიდი კინოფესტივალი ვენეციაში ჩატარდება

29 ივლისი, 2020 • 677
Covid-19-ის პირობებში პირველი დიდი კინოფესტივალი ვენეციაში ჩატარდება

ვენეციის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალი პირველი დიდი ფესტივალია, რომელიც Covid 19-ის  პანდემიის  შეზღუდვების შემდეგ ჩატარდება.

ფესტივალის პროგრამა უკვე ცნობილია. პანდემიის პირობებში, კინოფესტივალი სანიტარული პროტოკოლის დაცვით, გეგმის მიხედვით, 2-12 სექტემბერს კუნძურ ლიდოზე ჩატარდება.

77-ე კინოფესტივალის ჟიურის ავსტრალიერი მსახიობი ქეით ბლანშეტი უხელმძღვანელებს. უკანასკნელი 11 წლის მანძილზე პირველად, ფესტივალი იტალიური ფილმით, დანიელე ლუჩეტის “Lacci-ით” გაიხსნება.

პანდემიის გათვალისწინებით, ფესტივალის პროგრამა 50-55 ფილმამდე მცირდება.  პროგრამაში წარმოდგენილი ქლოე ჟაოს, ანდრეი კანჩალოვსკის,  კიუში კუროსავას, ჯანფრანკო როსის,  ალიჩე რორვახერისა და სხვათა ნამუშევრები იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი