ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეები ლიეტუვაში ჩასვლისას კარანტინს არ გაივლიან

28 ივლისი, 2020 • 1428
საქართველოს მოქალაქეები ლიეტუვაში ჩასვლისას კარანტინს არ გაივლიან

საქართველოს მოქალაქეები და ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები ლიეტუვაში ჩასვლას 14- დღიანი თვითიზოლაციის გავლის გარეშე შეძლებენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვის საელჩო ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, გადაწყვეტილება ლიეტუვაში ჩასული საქართველოს მოქალაქეებისთვის 14- დღიანი თვითიზოლაციის გაუქმების შესახებ ლიეუტვის ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო, რომელიც ასევე წარმოადგენს ქვეყნის ეროვნული გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელს.

საელჩოში აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში:

“ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ასევე წარმოადგენს ლიეტუვის ეროვნული გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელს, 2020 წლის 25 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები აღარ საჭიროებენ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას ლიეტუვაში ჩასვლისას. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში”, – აცხადებენ საელჩოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი