ახალი ამბები

მცხეთასთან ტრაილერი ამოტრიალდა, არავინ დაშავებულა

28 ივლისი, 2020 • 780
მცხეთასთან ტრაილერი ამოტრიალდა, არავინ დაშავებულა

მცხეთასთან ავტობანზე ტრაილერი ამოტრიალდა. მომხდარის ამსახველ ვიდეოს მოქალაქე ფეისბუკზე აქვეყნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლი კი 250 ლარით დააჯარიმეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურს შეეჯახა და მანქანა გადატრიალდა. მძღოლი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დააჯარიმეს, რაც მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი