ახალი ამბები

ავღანეთიდან დაბრუნებული მე-12 ბატალიონის წევრები ორკვირიან კარანტინს გაივლიან

25 ივლისი, 2020 • 835
ავღანეთიდან დაბრუნებული მე-12 ბატალიონის წევრები ორკვირიან კარანტინს გაივლიან

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ბოლო ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამით ქვედანაყოფის როტაცია სრულად დასრულდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მე-12 ბატალიონი როტაციის წესით მე-13 ბატალიონმა ჩაანაცვლა. ქვედანაყოფმა უფლებამოსილება უკვე გადაიბარა და კოალიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციის შესრულებას შეუდგა.

მე-12 ბატალიონის წევრები ორკვირიან კარანტინს გაივლიან და შემდეგ დაუბრუნდებიან ქვედანაყოფს. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი