ახალი ამბები

“ლელოს” კანდიდატი საბურთალოზე ბადრი ჯაფარიძე იქნება

25 ივლისი, 2020 • 1673
“ლელოს” კანდიდატი საბურთალოზე ბადრი ჯაფარიძე იქნება

“ლელოს” კანდიდატი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბადრი ჯაფარიძე იქნება. 

ამის შესახებ თავად ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა 25 ივლისს. 

ამ ოლქში მმართველი პარტიიდან კენჭს დავით სერგეენკო იყრის. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” უკვე წარადგინა. 

ჯერჯერობით გაერთიანებულ ოპოზიციას არ დაუსახელებია თავისი კანდიდატურა ამ ოლქში და უცნობია დაუჭერენ თუ არა მხარს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლო კვირას უნდა გაიმართოს, თუმცა არჩევნები ოფიციალურად ჯერ დანიშნული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი