ახალი ამბები

ბაჩალიაშვილის საქმეში ექსპერტად გალინა კარმუშინა ერთვება

22 ივლისი, 2020 • 2385
ბაჩალიაშვილის საქმეში ექსპერტად გალინა კარმუშინა ერთვება

ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტად გალინა კარმუშინა ჩაერთვება.

ჯიშკარიანის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება გახდეს საჭირო და სისხლის სამართლსი საქმის მასალებიც გამოითხოვონ:

“ჩვენ მოგვამართა ბატონმა მიხეილ რამიშვილმა და ცენტრი “ემპათია” ჩაერთვება. ამ ეტაპზე გვქონდა კომუნიკაცია გამომძიებელთან და  გალინა კარმუშინა ჩაერთვება და შემდგომში ადვოკატთან და ოჯახთან ერთად იქნება დასახული შემდგომი სტრატეგია. შესაძლებელია ჩაერთოს კიდევ უფრო მეტი ექსპერტი”, – ამბობს ჯიშკარიანი ტვ პირველთან.

გალინა კარმუშინამ რამდენიმე დღის წინ “მთავარ არხზე” შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა. ექსპერტი ამბობდა, რომ შემთხვევის ადგილის და შაქარაშვილის ცხედრის პირველადი დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ თარიღს, რომელიც ექსპერტიზამ ახალგაზრდის გარდაცვალების დროდ მიუთითა.

აღნიშნულ საკითხზე დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებდა, რომ სავარაუდოდ, პირველადი დათვალიერების ოქმში შეცდომა იყო დაშვებული, თუმცა აღნიშნავდა, რომ უკრაინელი ექსპერტი სავარაუდოდ არასწორმა თარგმანმა შეიყვანა შეცდომაში ან/და ცხედრის შავთეთრი ფოტოები ნახა, სარაც მისი მდგომარეობის ზუსტად შეფასება ვერ მოხერხდა.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა სამხარულის ექსპერტიზის ბიურომაც, რომელმაც დასკვნაში შეცდომა უარყო.

ფოტო © მთავარი არხი

გეჯაძის აზრით, ოქმის ჩანაწერი, რომ შაქარაშვილის ცხედარს “გვამური გაშეშება აღენიშნებოდა ყველა ჯგუფის კუნთში”, შეცდომაა

მასალების გადაბეჭდვის წესი