ახალი ამბები

“ბაჩალიაშვილის საფულეში ნაპოვნი ჩანაწერი არაფრის მთქმელია”

22 ივლისი, 2020 • 1051
“ბაჩალიაშვილის საფულეში ნაპოვნი ჩანაწერი არაფრის მთქმელია”

ხუთდღიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილის საფულეში ნაპოვნი ბარათი “ანაბარზე თანხაა და გამოიყენეთ” სხვა ყოველდღიურ ჩანაწერებთან ერთად იპოვეს და ის არაფრის მთქმელია.

ადვოკატის თქმით, უცნობია, როდის, ვის მიერ და ვისი მისამართით გაკეთდა ეს ჩანაწერი და ის მოთავსებული იყო სხვა ყოველდღიურ ჩანაწერებთან ერთად გარდაცვლილის საფულეში.

“ავტომობილში არ არის აღმოჩენილი. ეს არის, პატარა ოთხკუთხედ ფურცელზე, რომელიც საფულეში იდო და ძალიან ბევრი ჩანაწერია, რომელიც ყოველდღე კეთდება ადამიანის მიერ. ეს როდინდელია, ვის მიმართ არის… თამარის საფულეშია აღმოჩენილი როგორც ეს ჩანაწერი, ისე ძალიან ბევრი ჩანაწერები, “იქ მივდივარ”, “აქ უნდა მოვიდე”.

როდინდელია, საერთოდ მისი ჩანაწერია თუ არა, არ ვიცით. არც ანაბრის ნომერი წერია, არც გვარი, არც სახელი, თუ ვინმესთვისაა დაწეირლი. ამიტომ, მე ვერანაირად ვუკავშირებ, რომ ვინმესთვის დაეტოებინა, რომ გამოიყენოს. ჯერჯერობით არაფრის მთქმელია ეს” ,- ამბობს რამიშვილი.

თეთრიწყაროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა დღეს მწყემსმა იპოვა. ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი