ახალი ამბები

ოჯახი უნდობლობას უცხადებს გამოძიებას – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

22 ივლისი, 2020 • 1001
ოჯახი უნდობლობას უცხადებს გამოძიებას – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ოჯახი უნდობლობას უცხადებს გამოძიებას.

როგორც რამიშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მწყემსმა იპოვა. მისი ცნობითვე, ახალგაზრდა ქალის ცხედარი მანქანის უკანა სავარძელზე იყო.

„თუ გადავხედავთ გარემოს, ამ გარემოდან გამომდინარე ხუთი დღე რატომ ვერ მოძებნეს [მანქანა], ბევრი კითხვნის ნიშანი ჩნდება“, – უთხრა მანამდე მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს.

„თქვენ ხედავთ, რა გარემო არის აქ და რომ აქ უღრანი ტყე არ არის, რომ დრონს ვერ დაენახა…. რა თქმა უნდა, ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და, შესაბამისად, ეს ხუთი დღე რატომ ვერ მოხდა პოვნა, მაგაზეც კითხვები მიჩნდება მე პირადად“, – განაცხადა მან.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

თეთრიწყაროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ.

ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

მისმა დედამ განაცხადა, რომ ოჯახის წევრებმა ის შაბათს, დაახლოებით დილის 9 საათზე ნახეს. დედის თქმით, შვილი მძინარე მდგომარეობაში დატოვა და შუადღის 2 საათზე დაურეკა, თუმცა ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. სახლში დაბრუნებისას ოჯახის წევრებს არც ახალგაზრდა ქალის მანქანა დახვდათ ადგილზე, დღის ბოლოს კი პოლიციას მიმართეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩის კამერებმა ჰიუნდაის მარკის ნაცრისფერი ავტომანქანა სოფელ ხაიშთან (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) დააფიქსირეს. ოჯახის წევრებისა და გამოძიებისთვის უცნობია, თუ რატომ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი ამ ტერიტორიაზე. თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მათ იქ არც ნათესავები და არც მეგობრები არ ჰყავთ. ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ სახლიდან იშვიათად გადიოდა და არ გამორიცხავენ, რომ ის თეთრიწყროს მიმართულებით ვინმეს მოტყუებით წაეყვანა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით იყო დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

ოჯახის ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი