პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ციხეში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ამ დროისთვის პაემნების ლიმიტი ამოწურული აქვს.
როგორც ნეტგაზეთს პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დახურული ტიპის დაწესებულებაში იხდის სასჯელს, წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება აქვს, ასევე მას შეუძლია თვეში ორი ხანმოკლე პაემნის უფლებით ისარგებლოს. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ღარიბაშვილს როგორც წლიური, ისე ყოველთვიური პაემნები ამ დროისთვის გამოყენებული აქვს.
ადვოკატ ლილი გელაშვილის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილს გასულ კვირას გაუუქმდა წინასწარ ჩანიშნული პაემანი თავის შვილებთან, რასაც ის მის წინააღმდეგ მიმართულ ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებენ.
ადვოკატი ლილი გელაშვილი „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი შვილებთან პაემნის გაუქმებით უკმაყოფილოა. ადვოკატი ამას ღარიბაშვილზე განხორციელებულ ზეწოლად და მისი ოჯახის წევრის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების გაგრძელებად აფასებს.
