ახალი ამბები

თეთრიწყაროში ახალგაზრდა ქალს მეოთხე დღეა ეძებენ

21 ივლისი, 2020 • 788
თეთრიწყაროში ახალგაზრდა ქალს მეოთხე დღეა ეძებენ

თეთრიწყაროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს მეოთხე დღეა ეძებენ. როგორც ‘’ნეტგაზეთს’’ შსს-ში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ახალგაზრდა ქალი სახლიდან 3 დღის წინ თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. 

TV პირველთან საუბრისას ახალგაზრდა ქალის დედამ განაცხადა, რომ ოჯახის წევრებმა ის შაბათს, დაახლოებით დილის 9 საათზე ნახეს. დედის თქმით, შვილი მძინარე მდგომარეობაში დატოვა და შუადღის 2 საათზე დაურეკა, თუმცა ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. სახლში დაბრუნებისას ოჯახის წევრებს არც ახალგაზრდა ქალის მანქანა დახვდათ ადგილზე, დღის ბოლოს კი პოლიციას მიმართეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩის კამერებმა ჰიუნდაის მარკის ნაცრისფერი ავტომანქანა სოფელ ხაიშთან (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) დააფიქსირეს. ოჯახის წევრებისა და გამოძიებისთვის უცნობია, თუ რატომ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი ამ ტერიტორიაზე. თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მათ იქ არც ნათესავები და არც მეგობრები არ ჰყავთ. ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ სახლიდან იშვიათად გადიოდა და არ გამორიცხავენ, რომ ის თეთრიწყროს მიმართულებით ვინმეს მოტყუებით წაეყვანა. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი