ახალი ამბები

რუსეთში $1 მილიონით დამაჯარიმეს გეი ადამიანების მხარდაჭერისთვის, არ გადამიხდია – მადონა

21 ივლისი, 2020 • 1598
რუსეთში $1 მილიონით დამაჯარიმეს გეი ადამიანების მხარდაჭერისთვის, არ გადამიხდია – მადონა

ამერიკელი მომღერლის, მადონას თქმით, რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში 8 წლის წინ გამართულ კონცერტზე ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი განცხადებების გამო რუსეთის მთავრობამ დააჯარიმა. როგორც მომღერალი “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტში წერს, თანხა არ გადაუხდია.

“ეს სიტყვა სანქტ-პეტერბურგში 8 წლის წინ გამართულ კონცერტზე ვთქვი. მთავრობამ $1 მილიონით დამაჯარიმა გეი საზოგადოების მხარდაჭერის გამო. არასდროს გადამიხდია…”, – აღნიშნავს მადონა.

2012 წელს პეტერბურგის კონცერტის სტუმრებს მომღერალმა სცენიდან უთხრა, რომ მათ შესწევდათ ძალა, მოეხდინათ ცვლილებები სიყვარულის მეშვეობით.

“მე ვარ აქ, რათა ვთქვა, რომ გეი საზოგადოებას, გეი ადამიანებს, აქ და მსოფლიოს გარშემო აქვთ ერთნაირი უფლებები და მათ უნდა მოეპყრან ღირსეულად, პატივისცემით, ტოლერანტულად, თანაგრძნობითა და სიყვარულით”, – მიმართა მან აუდიტორიას. მსმენელები, რომელთაგან არაერთს ხელში ლგბგტ დროშის ფერებში გადაწყვეტილი პლაკატები ეჭირათ, ტაშითა და მხარდაჭერის შეძახილებით შეხვდნენ მომღერლის ამ სიტყვას.

ტელეკომპანია NBC-მ მადონას მიერ გახმიანებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმართა როგორც რუსეთის საელჩოს აშშ-ში, ისე აშშ-ის საელჩოს რუსეთში, თუმცა პასუხი არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი