ახალი ამბები

მმართველი პარტიის საქმე დამთავრებულია — ნათელაშვილი

20 ივლისი, 2020 • 893
მმართველი პარტიის საქმე დამთავრებულია — ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის და ნაძალადევში ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთოდ კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის თქმით, მმართველი პარტია — „ქართული ოცნება“ დამთავრებულია, ხოლო მის მიერ დღეს წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის „კორუმპირებულები“ არიან.

ამის შესახებ ნათელაშვილმა 20 ივლისს გამართულ ბრიფიგნზე ისაუბრა.

„დღეს კოჯრის ტყეში გამართულმა პანაშვიდის მსგავსმა სამთავრობო თავყრილობამ, რომელსაც აკლდა ბეთჰოვენის სამგლოვიარო მარში, კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ მმართველი პარტიის საქმე დამთავრებულია“, — განაცხადა ნათელაშვილმა.

„ამას ადასტურებს წარმოდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები, სადაც მთელი თანავარვსკლავედია თაღლითების, ზონდერების, ოლიგარქების, მლიქვნელების, მტაცებლების, კორუმპირებულების. ამიტომ ხელისუფლებას დარჩა ერთადერთი გზა — დაიწყოს ძალაუფლების გადაბარებაზე რეალური მუშაობა, ხოლო ოპოზიციამ დაიწყოს მომავალ კოალიციურ მთავრობაზე კონსულტაციები, რათა ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყვანოთ არსებული ჩიხიდან“, — აღნიშნავს იგი.


20 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ 30 მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატები წარადგინა — აქედან 29 კანდიდატი კაცია, 1 კი- ქალი.

კანდიდატების სია იხილეთ:

“ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები [სია]

მასალების გადაბეჭდვის წესი