ნეტგაზეთი | კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია – ეზუგბაია კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია – ეზუგბაია – Netgazeti
RU | GE  

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი საქართველოში 87,9%-ს შეადგენს.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 8 ახალი შემთხვევიდან 3 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი; 3 შემოტანილი შემთქვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია; ორის წყარო კი ჯერჯერობით დაუდეგენელია.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი.

17 ივლისი: კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ – 1010

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.