17 ივლისი: კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ – 1010

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი. მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური საიტის – stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1010 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 885 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5640 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 244.