ნეტგაზეთი | მიუნხენი-თბილისის რეისზე რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან განახლდება მიუნხენი-თბილისის რეისზე რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან განახლდება – Netgazeti
RU | GE  

მიუნხენი-თბილისის რეისზე რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან განახლდება

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას 2 აგვისტოდან განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მიხედვით, ფრენების განახლების შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანია Lufthansa-ს შორის უკვე დასრულდა. 

ავიარეისები Airbus A319  ტიპის საჰარო ხომალდით კვირაში ორჯერ აღნიშნული განრიგით განხორციელდება:

  • თბილისი-მიუნხენი ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.
  • მიუნხენი-თბილისი ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.

ავიაბილეთები  კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. ორმხრივი ბილეთის ფასი 500 ევროდან იწყება და სტანდარტულად, განსხვავდება ბილეთის კლასისა და რეისის შესრულების თარიღის მიხედვით.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ საჰაერო მიმოსვლა უპირობოდ გახსნა ბალტიის ქვეყნებთან, ასევე, გერმანიასა და საფრანგეთთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ხმიადაშვილი