ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, მაჟორიტარი არ ვიქნები

16 ივლისი, 2020 • 1295
მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, მაჟორიტარი არ ვიქნები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მაღალი ალბათობით, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ იქნება.

“მაღალი ალბათობით, მე მაჟორიტარი არ ვიქნები. ბოლო დღეებია ამ გადაწყვეტილებამდე და შეიძლება, სხვანაირადაც მოხდეს, რადგან საბოლოო კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოში არ გამართულა, მაგრამ მაჟოროტარი, დიდი ალბათობით, არ ვიქნები. მე უფრო გადართული ვიქნები შტაბის საქმიანობაზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის თქმით, “ქართული ოცნება” მაჟორიტარბის კანდიდატებს უახლოეს მომავალში დაასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი