ახალი ამბები

ბრისტოლში მონათმოვაჭრის სკულპტურა მომიტინგის ძეგლით ჩაანაცვლეს

15 ივლისი, 2020 • 975
ბრისტოლში მონათმოვაჭრის სკულპტურა მომიტინგის ძეგლით ჩაანაცვლეს

ინგლისის ქალაქ ბრისტოლში რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა წინა თვეს მონათმოვაჭრე ედუარდ კოლსტონის ჩამოგდებული ძეგლის ნაცვლად ერთ-ერთი მომიტინგის ძეგლი დადგეს, იუწყება CNN.

გამოცემის ცნობით, ძეგლის შემქმნელი ბრიტანელი ხელოვანი მარკ კუინია. მასზე გამოსახულია ბრისტოლის მცხოვრები ჯენ რიდი, რომელიც კოლსტონის ძეგლის ჩამოგდების შემდეგ მის ადგილას იდგა.

ხელოვანის თქმით, ძეგლი „ჯენის იდეებისა და გამოცდილების, წარსულის, აწმყოსა და უკეთესი მომავლის იმედის განსახიერებაა“.

მსოფლიოს მასშტაბით ბოლო დროს დაწყებული პროტესტების განმავლობაში, არაერთი ისტორიული ფიგურის ძეგლი ჩამოაგდეს — მათ შორის არიან ტომას ჯეფერსონი, ქრისტეფორე კოლუმბი და სხვები.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი