ახალი ამბები

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია

15 ივლისი, 2020 • 907
კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია.

“3 არის შემოტანილი შემთხვევა, რომელთაგან 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი კი – საკარანტინე სივრციდან. მეოთხე შემთხვევის წყაროს მოძიება ჯერჯერობით გრძელდება და ალბათ, მიკვლეული იქნება ჩაღრმავებული კვლევის შედეგად”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი. მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1003 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 873 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 1003-მდე გაიზარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი