კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 1003-მდე გაიზარდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი. მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური საიტის stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1003 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 873 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5640 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244.