ახალი ამბები

ევსაქებმა გლდანის აქტივისტებს ნიკა მელია წარუდგინეს

13 ივლისი, 2020 • 687
ევსაქებმა გლდანის აქტივისტებს ნიკა მელია წარუდგინეს

“ევროპული საქართველოს” ლიდერებმა პარტიის გლდანის ოფისის აქტივისტებს რაიონში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, ნიკა მელია წარუდგინეს. ინფორმაციასა და შესაბამის ფოტომასალას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ავრცელებს.

“გლდანში ევროპულ საქართველოს აქტივს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ნიკა მელია წარვუდგინეთ. გლდანში პარტიულად ვხაზავთ 2-ს, მაჟორიტარში- 5-ს”, – წერს უგულავა.

ივნისში ცნობილი გახდა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მაჟორიტარობის კანდიდატებს მხოლოდ გლდანსა და სამგორში წარადგენს, თბილისის დანარჩენ 6 ოლქს კი სხვა ოპოზიციურ პარტიებს უთმობს.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მაჟორიტარების საკითხზე გაერთიანდნენ, ოლქების დიდ ნაწილში წარსადგენ კანდიდატებზე უკვე შეჯერდნენ. ისანში გიორგი ვაშაძე იყრის კენჭს, ვაკეში – ელენე ხოშტარია, ნაძალადევში – შალვა ნათელაშვილი, მთაწმინდაზე კი – შალვა შავგულიძე.

დიდუბესა და საბურთალოზე წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიცია ჯერ არ შეთანხმებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი