ნეტგაზეთი | ხარაგაულის მერი თანამდებობას ტოვებს ხარაგაულის მერი თანამდებობას ტოვებს – Netgazeti
RU | GE  

ხარაგაულის მერი თანამდებობას ტოვებს

ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე თანამდებობას ტოვებს. როგორც თოფურიძე პირად ფეისბუკ გვერდზე წერს,  “ქართული ოცნების” გუნდში რჩება და მათთან ერთად საქმიანობას გააგრძელებს.

“მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. მე ვრჩები „ქართული ოცნების” გუნდში, ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები თქვენთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო”, – წერს თოფურიძე.

როგორც ის აღნიშნავს, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო, თუმცა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო გუნდის თხოვნით პოსტს ინარჩუნებდა.

თოფურიძის ინორმაციით, გადადგომის განცხადებას დღესვე ჩააბარებს საკრებულოს, მის მოვალეობას კი მისივე მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მელაშვილი მერების გადადგომაზე: “ოცნება” არჩევნებისთვის ემზადება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.