ნეტგაზეთი | 1 ოქტომბრიდან Wizz Air Abu Dhabi აბუ დაბი-ქუთაისის მიმართულებით იფრენს 1 ოქტომბრიდან Wizz Air Abu Dhabi აბუ დაბი-ქუთაისის მიმართულებით იფრენს – Netgazeti

1 ოქტომბრიდან Wizz Air Abu Dhabi აბუ დაბი-ქუთაისის მიმართულებით იფრენს

ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi პირველი ოქტომბრიდან ახალ ფრენებს აანონსებს აბუ დაბიდან ქუთაისის მიმართულებით.

Wizz Air Abu Dhabi ერთობლივად დააფუძნეს უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა და საამიეროების სახელმწიფო ჰოლდინგმა  ADQ-მ. ეს არის Wizz Air-ის მიერ ევროპის გარეთ დაფუძნებული პირველი ავიაკომპანია.

Wizz Air Abu Dhabi პირველი ოქტომბრიდან აბუ დაბიდან 6 მიმართულებით იფრენს – ქუთაისი, ერევანი (სომხეთი), ლარნაკა (კვიპროსი), ალექსანდრია (ეგვიპტე) და ოდესა (უკრაინა).

Wizz Air-ში ამბობენ, რომ ბილეთები აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით wizzair.com-ზე უკვე იყიდება, ფასები კი 99 ლარიდან/129 დირჰამიდან იწყება.

ავიაკომპანია წერს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ფრენის განმავლობაში, მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს ევალებათ სახის ნიღბის გამოყენება, ხოლო ბორტგამცილებლებისათვის სავალდებულოა ხელთათმანების გამოყენება.

ამასთანავე, თვითმფრინავში ჩასხდომისას თითოეულ მომხმარებელს გადაეცემა ხელის სადეზინფექციო ხელსახოცები.


ცნობები იმის შესახებ, რომ ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტში მდებარე ბაზას აუქმებს, ორიოდე  კვირის წინ გავრცელდა. მოგვიანებით, კომპანიაში ეს ცნობები უარყვეს და მხოლოდ ოპერაციების დროებით შეჩერება დაადასტურეს. ასევე დადასტურდა, რომ ავიაკომპანიამ ქუთაისის ბაზიდან ყველა თვითმფრინავი სხვა ბაზებზე გადაიყვანა.

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის Wizz Air-ის ბაზის არსებობა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან