ახალი ამბები

13 ივლისი: კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13 ივლისი, 2020 • 1594
13 ივლისი: კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური გვერდის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 995 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 857 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ცხრავე ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა. მათგან 5 პაციენტი სატვირტთო ავტომობილის მძღოლია.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5001 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.

მასალების გადაბეჭდვის წესი