ნეტგაზეთი | შსს-მ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა შსს-მ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა – Netgazeti

შსს-მ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდში 1982 წელს დაბადებული პირი დააკავეს. შსს-ს ცნობითვე, ბრალდებულის დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.

“სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები – “მეტადონი” და “ლირიკა” ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო,”-აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გასაღებას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.