ახალი ამბები

ძლიერი წვიმის შედეგად ფოთი დაიტბორა [ვიდეო]

10 ივლისი, 2020 • 1833
ძლიერი წვიმის შედეგად ფოთი დაიტბორა [ვიდეო]

10 ივლისს ფოთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ქალაქის მასშტაბით პრობლემები შექმნა. როგორც მერიის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ცენტრალური ქუჩები და სახლების ეზოები დაიტბორა.

წვიმა გამთენიისას დაიწყო და დაახლოებით 2-3 საათს გაგრძელდა.

“სატუმბი სადგურები ჩვეულებრივ მუშაობდა, თუმცა ნალექი იმდენად ძლიერი იყო, რომ არხმა წყალი ვერ გაატარა”, – აღნიშნავენ მერიის პრესსამსახურში.

უწყების თანახმად, პრობლემები შეიქმნა მაღალსართულიან კორპუსებშიც, რომლებშიც გადახურვის სამუშაობი მიმდინარეობდა.

სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.

გამოყენებულია ლაშა ზარგინავას, დავით კუციასა და სანდრო გუჯაბიძის ფოტო/ვიდეო მასალა

მასალების გადაბეჭდვის წესი