10 ივლისს თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლების ნაწილმა პროტესტი გამოხატა პარლამენტში წარდგენილი 2 კანონპროექტის გამო. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, გაიწვიოს კანონპროექტები.

ერთი კანონპროექტი კომუნიკაციების კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სუბიექტებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს, მეორე კი ამბობს, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება მის შეჩერებას არ გამოიწვევს.

მედიისა და არასამთავრობოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ორი ახალი კანონპროექტი ტელემედიის კონტროლის შესაძლებლობას აჩენს და ბუნდოვანია. აქციის ორგანიზატორი იყო „კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“.

აქციის მონაწილეების თანახმად, ისინი დღეს აპირებენ, კომიტეტის სხდომაზე ისაუბრონ კანონპროექტების ხარვეზებზე, რაც, მათი ინფორმაციით, დღესაა ჩანიშნული.

სს

„კავკასუსმა“, „მაგთიმ“ და კიდევ 6-მა ტელესაკომუნიკაციო კომპანიამ 9 ივლისს გაავრცელა ერთობლივი განცხადება, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ცვლილებები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში“ კომუნიკაციების კომისიას განუსაზღვრელ უფლებამოსილებებს ანიჭებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით გირჩევთ წაიკითხოთ:

მთავრობის 2 კანონპროექტი: კანონმდებლობის გაჯანსაღება თუ ტელემაუწყებელთა კონტროლის ბერკეტი