ნეტგაზეთი | სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ – Netgazeti

სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს გამარტივებული, დისტანცირებული საბანკო მომსახურების მიღების საშუალება მისცა.

9 ივლისიდან თიბისის მობაილბანკით სარგებლობა მობილური ინტერნეტის გახარჯვის გარეშეა შესაძლებელი. ეს საშუალებას აძლევს თიბისის მობილბანკის მომხმარებელს, სახლიდან გაუსვლელად, უწყვეტ რეჟიმში ისარგებლოს საბანკო მომსახურებით.

სილქნეტის მობილურ აბონენტებს თიბისის მობაილბანკის აპლიკაციით უწყვეტად სარგებლობა ინტერნეტის გახარჯვის გარეშე შეეძლებათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მობილურის ბალანსზე ინტერნეტპაკეტი ან თანხა არ ექნებათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი