ახალი ამბები

13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება

9 ივლისი, 2020 • 986
13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 13 ივლისიდან ქვეყანაში ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება. აღნიშნულის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

“ვფიქრობ, განსაკუთრებით ახლა, ზაფხულის პერიოდში, როცა შიდა ტურიზმი უფრო და უფრო  აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, ნებადართული იქნება”, – ამბობს გიორგი გახარია.

აღნიშნული შეზღუდვა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით იყო დაწესებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი