ახალი ამბები

თელავის საკრებულოს წევრს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, დაიწყო გამოძიება

8 ივლისი, 2020 •
თელავის საკრებულოს წევრს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, დაიწყო გამოძიება

თელავის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ფეისბუკზე ინფორმაცია გრემელაშვილის ნათესავმა გამოაქვეყნა.

ფეისბუკ პოსტში ნათქვამია, რომ გრემელაშვილმა ოჯახის წევრებზე იძალადა, ამჟამად კი მისი შვილები პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

დაკითხვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყება ამბობს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა თავად მიხეილ გრემელაშვილს, თუმცა ზარებზე არ გვპასუხობს. მისგან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი