ახალი ამბები

Lufthansa აგვისტოდან მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის რიესებს რეგულარულად შეასრულებს

8 ივლისი, 2020 • 2526
Lufthansa აგვისტოდან მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის რიესებს რეგულარულად შეასრულებს

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa აგვისტოდან მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მიმართლებით კვირაში ორჯერ რეგულარულ რეისებს შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობას ავრცელებს.

მთავრობისვე ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პირდაპირი რეგულარული ფრენების დანიშვნაზე ფრანგულ ავიაკომპანია Air France-თან და ლატვიურ ავიაკომპანია Air Baltic-თან.

საქართველოს მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ საზღვრები დღეიდან, 8 ივლისიდან, უპირობოდ იხსნება გერმანიასთან, საფრანგეთთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან და ესტონეთთან.

ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.

 მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი. ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ივლისის განმავლობაში ავიაკომპანიები – Wizzair და Myway Airlines შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს:

  • 13 ივლისი – ვარშავა;
  • 15 ივლისი – ბარსელონა;
  • 17 ივლისი – რომი;
  • 22 ივლისი – პარიზი;
  • 28 ივლისი – ათენი.

 აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. ასევე, კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები (აირზენა) შემდეგ დედაქალაქებში: ვენაში, ამსტერდამსა და თელავივში.

გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საქართველო საზღვრებს უხსნის

მასალების გადაბეჭდვის წესი