ახალი ამბები

სასამართლომ კარანტინში გადაყვანილი ბავშვის მშობლის სარჩელი დააკმაყოფილა

7 ივლისი, 2020 • 1320
სასამართლომ კარანტინში გადაყვანილი ბავშვის მშობლის სარჩელი დააკმაყოფილა

მოსამართლემ დააკამყოფილა უფლებადამცველ ანა არგანაშვილის სარჩელი, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მცირეწლოვანი შვილის კარანტინში მოთავსების გამო თვითიზოლაციის ნაცვლად. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თავად ანა არგანაშვილი ავრცელებს.

საქმე ეხებოდა არგანაშვილის 11 წლის შვილს, რომელიც მეშვიდე დღეა ოჯახის დანარჩენ 2 წევრთან ერთად საკარანტინე სივრცის ერთ ნომერში იმყოფება.

მთავრობის 2020 წლის 23 მაისს №322 დადგენილებაში “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც თვითიზოლაციაში მოთავსების უფლება მხოლოდ სპეციალურ შემთხვევებში გახდა შესაძელებელი, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ პირი არასრულწლოვანია.

მიუხედავად ამისა, არგანაშვილი ამბობდა, რომ მათ შემთხვევაში სახელმწიფომ ეს არ გაითვალისწინა. როგორც არგანაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობდა, საგანგებო სიტუაციების სამსახურს საქართველოში ჩამოსვლამდე 7 დღით ადრე მიმართა და ბავშვის თვითიზოლაციაში მოთავსება სთხოვა. თუმცა ეს მოთხოვნა სამინისტროს არ დაუკმაყოფილებია და არც შესაბამისი არგუმენტები დაუსახელებია.

როგორც კარანტინში მოთავსებული ბავშვის დედა ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილება ოჯახს ხვალ ჩაბარდება, რის შემდეგაც თვითიზოლაციაში გადავლენ.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

კარანტინი თვითიზოლაციის ნაცვლად – მშობელმა სასამართლოს მიმართა

მასალების გადაბეჭდვის წესი