საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 8.
მთავრობის ოფიციალური საიტის stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 958 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 838 ადამიანი, 15 კი გარდაცვალა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 5-ვე ახალი შემთხვევა შემოტანილია, რომელთაგან სამი სატვირტთო ავტომობილის მძღოლია.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 202.