ახალი ამბები

ჩარტერულ რეისებს Wizz air და Myway Airlines-იც შეასრულებენ

6 ივლისი, 2020 • 2224
ჩარტერულ რეისებს Wizz air და Myway Airlines-იც შეასრულებენ

საქართველოს მთავრობის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისებს Wizz air და Myway Airlines-იც შეასრულებენ.

მთავრობაში აღნიშნავენ, რომ რეისები ივლისის განმავლობაში შესრულდება შემდეგი განრიგით:

აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

მთავრობის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა:

“მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საზღვრების გახსნის თაობაზე ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამჟამად რიგ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გამოთქვეს საზღვრების გახსნის მზაობა, დეტალურად თანხმდება ყველა ის პროცედურა, რომელთა გავლა მოქალაქეებს მგზავრობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ”, – აცხადებენ მთავრობაში.

ამასთან, საქართველოს მთავრობაში აღნიშნავენ, რომ შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში აღდგება შიდა ავიარეისები.

ჩარტერულ რეისებს ასევე ასრულებს Georgian Airways.

ევროპისა და ისრაელის მიმართულებით ივლისში დაგეგმილი ჩარტერული რეისების განრიგი

მასალების გადაბეჭდვის წესი