ნეტგაზეთი | ონში ონის კასკადების წინააღმდეგ აქცია გაიმართა ონში ონის კასკადების წინააღმდეგ აქცია გაიმართა – Netgazeti

ონში ონის კასკადების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ონში აქტივისტებმა და ადგილობრივმა მოსახლეებმა ონის ჰესების კასკადების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართეს და პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმება მოითხოვეს. ისინი დღეს, 4 ივლისს, ონის სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდგომ კი გამგეობის შენობასთან გადაინაცვლეს.

“აქცია იყო 17 მარტის გარემოსდაცვითი ნებართვის საპასუხო. მაშინ საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და [ვერ მოხერხდა]. საგანგებოს მოხსნის შემდეგ, 24 მაისს, აქცია გაიმართა თბილისში, დღეს კი – ონში. ვითხოვთ გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმებას, პირველ რიგში”, – აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა და  მოძრაობის “არა ონის კასკადებს” წარმომადგენელმა, თამთა მეტრეველმა, “ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი თქმით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, უსაფრთხოების კომპონენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ზემოაღნიშნული ნებართვის გაცემა სახელმწიფოს მხრიდან მართლზომიერი გადაწყვეტილება არ იყო.

მას შემდეგ, რაც ონში ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის პროცესი დაიწყო, გარემოს დამცველები მოსალოდნელ გამოუსწორებელ ზიანზე მიუთითებენ. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლება ჰესების მოწინააღმეგეების კრიტიკას “მოღალატეობრივს” უწოდებს და ირწმუნება, რომ ჰესს რაჭისთვის სარგებელი უფრო მეტი ექნება, ვიდრე ზიანი.

აქცია ონში, ონის კასკადების წინააღმდეგ. ფოტო: "მწვანე ალტერნატივა"

აქცია ონში, ონის კასკადების წინააღმდეგ. ფოტო: “მწვანე ალტერნატივა”

აქცია ონში, ონის კასკადების წინააღმდეგ. ფოტო: "მწვანე ალტერნატივა"

აქცია ონში, ონის კასკადების წინააღმდეგ. ფოტო: “მწვანე ალტერნატივა”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან