ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება

29 ივნისი, 2020 • 962
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მორგან ორტაგუსი საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება.

განცხადების თანახმად, აშშ მიესალმება ისტორიულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას აყალიბებებს.

ცვლილებები, რომლებიც 8 მარტის შეთანხმების შედეგად იქნა მიღებული, ორტაგუსის შეფასებით, „ხელს შეუწყობს უფრო მეტ სტაბილურობასა და საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის“.

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება ეუთოს/ოდირის რეკომენდაციებს, და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტურად აღასრულონ ეს კანონმდებლობა“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული განვითრების მთავარი ტესტი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის არჩევანს. წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდის სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კენჭისყრის დღე“.

„შეერთებულმა შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიის, საარჩევნო პრაქტიკისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, ისევე როგორც გააგრძეელბს მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, რაც საუკეთესო თავდაცვაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ“.

ოქრუაშვილის საქმის გარემოებები მიუკერძოებლობაზე კითხვებს აღძრავს – ჰარცელი

მასალების გადაბეჭდვის წესი