ახალი ამბები

„შეასრულე შეთანხმება“ – „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას აანონსებს

28 ივნისი, 2020 • 1023
„შეასრულე შეთანხმება“ – „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას აანონსებს

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ ჩამოყალიბებული მოძრაობა „სირცხვილია“ 29 ივნისს პარლამენტთამ აქციას გეგმავს.

ორგანიზატორები მოუწოდებენ პარლამენტს, ფინალურ, მესამე კენჭისყრაზე მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა შემოდის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, და გიორგი რურუა პატიმრობიდან გათავსუფლდეს.

„2020 წლის 8 მარტს, დასავლელი პარტნიორების ფასილიტაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა ორპუნქტიანი შეთანხმება:

1. უნდა შეცვლილიყო არსებული შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციულთან მიახლოებული 120/30-ზე სისტემით;
2. უნდა გათავისუფლებულიყო პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.

ჯერ-ჯერობით, შეთანხმების არცერთი პუნქტი ბოლომდე შესრულებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები აქტიურად მოითხოვენ ხელისუფლებისგან შეთანხმების სრულად შესრულებას, “ქართული ოცნების” მთავრობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ გეგმავს.

29 ივნისს 120/30-ზე საარჩევნო სისტემის ფინალური კენჭისყრა იმართება.

11 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” შეასრულოს 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტი“, – წერენ ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი