სპორტდარბაზების გახსნის მოთხოვნით თბილისში 28 ივნისს მორიგი აქცია გაიმართა.

დემონსტრანტები, — სპორტდარბაზების მწვრთნელები და მომხმარებლები, — ჯერ რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს.

„რუსთავი 2-ის“ ცნობით, დემონსტრანტებს ხელისუფლებასთან ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ: რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას საქართველოს მასშტაბით ყველა სპორტდარბაზი, ყველაზე მეტი, 5 კვადრატულ მეტრზე 1 ადამიანის დაშვებით.

სპორტდარბაზების გახნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია 9 ივნისსაც გაიმართა.

აქციის მეორე დღეს, 10 ივნისს, ბიზნესომბუდსმენი და შრომის ინსპექციის დეპარტამენტი სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებს შეხვდნენ და განაცხადეს, რომ რეგულაციების შემუშავებას გეგმავდნენ, რომლითაც ფიტნეს-ცენტრებისა და საცურაო აუზების უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად გახსნა იქნებოდა შესაძლებელი.

საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ დაუსახელებია თარიღი, თუ როდიდან შეძლებს ფუნქციონირებას სპორტული დარბაზები.

დღეს აქციაზე მთავრობისგან ამ თარიღის დასახელება მოითხოვეს.