ახალი ამბები

ქეთი მელუას კონცერტი საქართველოს წითელი ჯვრისთვის [სრულად]

28 ივნისი, 2020 • 1386
ქეთი მელუას კონცერტი საქართველოს წითელი ჯვრისთვის [სრულად]

ბრიტანეთში მცხოვრებმა მუსიკოსმა ქეთი მელუა 27 ივნისს „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ დასახმარებლად იუტუბზე ონლაინ-კონცერტი გამართა.

„ამ უცნაურ პერიოდში, ვცდილობდი, მომეფიქრებინა, რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს რამეში გამოვადგე. გადავწყვიტე, შევუერთდე საართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომელიც შთამბეჭდავ სამუშაოს სწევს საქართველოში Covid-19-ის კრიზისის პერიოდში“, – ამბობს შემსრულებელი.

კონცერტი, რომელიც 12 ივნისს დაანონსდა, 27 ივნისს, შაბათს პირდაპირ ეთერში გადაიცა იუტუბზე. ქეთი მელუამ 10 სიმღერა შეასრულა გულშემატკივრებისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი