ახალი ამბები

28 ივნისი: Covid-19-ის 3 შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 დაიღუპა

28 ივნისი, 2020 • 1546
28 ივნისი: Covid-19-ის 3 შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 დაიღუპა

28 ივნისის დილის 11:00 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პირის გარდაცვალება დადასტურდა;

გამოვლინდა ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა. ამავე დროში გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო სტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 924
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 785
  • მათ შორის გარდაცვლილი – 15
  • კარანტინის რეჟიმში – 2819
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი