28 ივნისს მთავრობის საიტზე, stopcov.ge-ზე ასახული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური სტატისტიკით, ეს საქართველოში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე მე-15 კოვიდინფიცირებული ადამიანია, რომელიც გარდაიცვალა.
28 ივნისის დილის 11:00 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;
ამავე დროში გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი.
მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო სტატისტიკა ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 924
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 785
- მათ შორის გარდაცვლილი – 15
- კარანტინის რეჟიმში – 2819
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3