ახალი ამბები

გამოძიება კადრების საქმეზე დამკვეთებზე გასული არ არის – გახარია ბესელიას

26 ივნისი, 2020 • 1004
გამოძიება კადრების საქმეზე დამკვეთებზე გასული არ არის – გახარია ბესელიას

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეში დამკვეთები გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია. ასე უპასუხა გახარიამ ეკა ბესელიას კითხვას, რომელმაც თქვა, რომ ერთ წელზე მეტი გავიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე ჯერ ვერ გამოიძია.

“ჩემზე უკეთ იცით, რომ პირველი შემთხვევა იყო, როცა შსს-მ მსგავსი დანაშაულის პირობებში ამ რაოდენობის ადამიანი დააკავა. ძირითადად გამავრცელებლები იყვნენ… თქვენ ასევე იცით, ეს კადრები როდის გაკეთდა. ამ სპეკულაციაში არ მივდივარ… იმ მომენტში რაც გამოძიებამ დაადგინა, იყო ის, რომ ადამიანი, რომელიც ახლა მსჯავრდებულია და რომელმაც გაავრცელა, ჩანაწერი მიღებული აქვს რუსეთიდან. ეს ადამიანი თავად სომხეთის პენიტენციურ სისტემაში იმყოფება. გამოძიებამ რაც დაადგინა, გავრცელება აქედან მოხდა. ეს არის ის, რაც დღემდე გამოძიებას აქვს. სამწუხაროდ, დამკვეთებზე ამ მომენტისთვის გამოძიება გასული არ არის. ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რაც თქვენ ვერსიად თქვით მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით, თქვენც გესმით, რომ ეს არის ვერსია, რომელსაც გამოძიება განიხილავს როგორც ერთ-ერთ ვერსიად”, – აცხადებს გახარია.

პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიამ პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, რატომ არ არის ამ დრომდე დასრულებული პირადი, ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაწყებული გამოძიება.

“წელიწადი და ხუთი თვე გავიდა… ვინ და რატომ დაგეგმა ეს დანაშაული?” – ბესელიას კითხვა გახარიას პირადი ცხოვრების ჩანაწერებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი