ახალი ამბები

პოლიციაში არასრულწლოვანზე შესაძლო ძალადობას ინსპექტორი იძიებს

26 ივნისი, 2020 • 780
პოლიციაში არასრულწლოვანზე შესაძლო ძალადობას ინსპექტორი იძიებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, მათი გამომძიებელი შეხვდა არასრუწლოვანს და გაესაუბრა, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით.

კერძოდ, სსსკ-ის 333-ე მულის მე-3 ნაწილით და 335-ე მუხლებით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულებას გულისხმობს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან პირს, რომელსაც ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აქვს წაყენებული, პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა.

გიორგი გელხაურის თქმით, არასრუწლოვანი ამბობს, რომ პოლიციის მხრიან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ როგორც ფიზიკურ, ასევე, ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ადვოკატის თქმით, არასრულწლოვანი ამბობს, რომ პოლიციელებმა თავისა და ზურგის არეშეი დაარტყეს, ამასთან მის გამოკითხვას არ ესწრებოდა ადვოკატი:

“მასზე განხორციელდა როგორც ფსიქოლოგიური, ასევე, ფიზიკური ზეწოლა. იგი არის არასრულწლოვანი, გამოკითხულია მშობელთან ერთად, თუმცა ამ გამოკითხვას არ ეწერებოდა ადვოკატი და დამცველი. აქედან გმაომდინარე ,იგი საუბრობს ზეწოლაზეც. როგორც თავად ამბობს, მას მოხვდა თავში და ზურგში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. მას ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას. მათ მიერ არ მომხდარა მოწმის გადაცემა და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის ადასტურებს ჩვენებაში, რომ მის მიმართ იძულებას ადგილი არ ჰქონია” ,– ამბობს ადვოკატი “მთავარ არხთან”.

ადვოკატის თქმით, პოლიციამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე იძალადა

მასალების გადაბეჭდვის წესი