ახალი ამბები

რას ფიქრობთ აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნებაზე? – კახაძე გახარიას

26 ივნისი, 2020 • 1838
რას ფიქრობთ აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნებაზე? – კახაძე გახარიას

უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პერმიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თბილისში დავით აღმაშენებლის ძეგლის ძველ ადგილზე დაბრუნების შესახებ ჰკითხა.

კახაძის თქმით, ეს შეკითხვა მეცნიერთა აკადემიის, მოსახლეობისა და სხვა “ღვაწლმოსილი ადამიანების” სახელით გაახმიანა. აღნიშნული შეკითხვა კახაძემ პლენარულ სხდომაზე დასვა, სადაც პარლამენტის წევრები პრემიერის ანგარიშს უსმენენ.

“კითხვა მაქვს დიდი მეცნიერების, ღვაწლმოსილი ადამიანების, მეცნიერთა აკადემიის და ჩვენი მოსახლეობის დანაბარები: რას ფიქრობთ თქვენ დავით აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ეს ღირსება იმ ადგილზე უნდა იდგეს, სადაც თავიდან იყო კარგად გამიზნული”, – ჰკითხა კახაძემ პრემიერს.

დავით აღმაშენებლის ძეგლი თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე იდგა, თბილისის მერიამ მისი თბილისის შემოსასვლელში გადატანის გადაწყვეტილება 2005 წელს მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი