ახალი ამბები

გორში ენმ-ის ოფისი დაარბიეს

26 ივნისი, 2020 • 1114
გორში ენმ-ის ოფისი დაარბიეს

გორში “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისი დაარბიეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს პარტიის პრესსსამხურში უთხრეს. მათივე განცხადებით, შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. თავდასხმის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა

“დამსხვრეულია შუშები, დამტვრეულია კომპიუტერები და ტელევიზორები. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს დარბევის უკვე მეოთხე შემთხვევაა და არასდროს არავინ დაუკავებიათ”,-აცხადებენ ენმ-ში.

დარბეული ოფისის ვიდეო Facebook-ზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბადრი ბასიშვილმა გაავრცელა.

ნეტგაზეთში შსს-ს დაუკავშირდა. უწყებიდან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი