ახალი ამბები

მაჩალიკაშვილის საქმის გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიაა საჭირო – ლომჯარია

25 ივნისი, 2020 • 1413
მაჩალიკაშვილის საქმის გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიაა საჭირო – ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის სრულყოფილად გამოძიებისთვის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაა საჭირო.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი უკვე არაერთხელ იძლევა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის რეკომენდაციას.

„მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე, მისი გარდაცვალება, ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც პირსი სიცოცხლის მოსპობა უკვავშირდება სახლემწიფოს მხრიდან ძალის გამოყენებას. ეს არ არის სხვა შემთხვევები, როდესაც ადამიანი დაიღუპა კონფლიქტისა თუ სხვადასხვა გარემოებების შედეგად, არამედ პირი პირდაპირ დაიღუპა სახელმწიფოს მხრიდან ლეტალური იარაღის და ძალის გამოყენების შედეგად.

ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ყურადღება მივაქციეთ ეფექტური გამოძიების დაცვის სტანდარტს და მიგვაჩნია, რომ დარჩა კიდევ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, სატელეფონო და კომუნიკაციის საშუალებებით ჩანაწერებისა და კომუნიკაციის, ასე ვთქვათ, ამოღება, ოპერაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს და მათ ხელმძღვანელებს შორის, რაც არ განხორციეელებულა, და კიდევ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები.

ამაზე ჩვენ მოვთხოვეთ პროკურატურას, რომ განეახლებინა გამოძიება და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების გარეშე სრულყოფილად ვერ ჩავთვლით ამ გამოძიებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ან პროკურატურის, ან პარლამენტის პირობებში შეიქმნას ეს სივრცე და გაგრძელდეს გამოძიება აღნიშნულ საქმეზე“, – ამბობს ლომჯარია.


პარლამენტმა 2019 წლის მაისში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ერთხელ უკვე ჩააგდო.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით თავის არეში დაიჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყფოოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

შემდგომ პროკურატურამ თერმირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ უწყებამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამოძიება ამ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

პროკურატურაში ამბობენ, რომ იმ ფაქტის გასარკვევად, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელი და რამდენად წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას მის მიერ  გასროლა, თბილისის პროკურატურაში ჩატარდა გამოძიება:

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა” ,- აცხადებენ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი