ახალი ამბები

დეპუტატები საზმაუს ბორდის წევრობისათვის 4 კანდიდატს წარადგენენ

25 ივნისი, 2020 • 2830
დეპუტატები საზმაუს ბორდის წევრობისათვის 4 კანდიდატს წარადგენენ

ნეტგაზეთის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამ ვაკანტურ პოზიციაზე მმართველი გუნდი გია მურღულიას კანდიდატურას წარადგენს, ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები კი, დოდო შონავას, ზაზა აბაშიძესა და ბონდო მძინარაშვილს.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებლის, ზაზა აბაშიძის კანდიდატურას 14 დეპუტატი წარადგენს “ევროპული საქართველოდან”. “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგებლებმა და “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების ნაწილმა – ბონდო მძინარაშვილი წარადგინეს, ნაწილმა კი – დოდო შონავას დაუჭირა მხარი. თითოეული კანდიდატის წარდგენის უფლება 14 დეპუტატს აქვს.

ტელეკომპანია “ობიექტივის” მთავარი რედაქტორისა და წამყვანის, ბონდო მძინარაშვილის წარმდგენთა სიაში არიან:

  1. გიორგი ლომია –  “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები”
  2. ადა მარშანია – “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები”
  3. გელა მიქაძე – “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები”
  4. ირმა ინაშვილი – “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები”
  5. ემზარ კვიციანი – დამოუკიდებელი
  6. გია ჟორჟოლიანი – “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები”
  7. მირიან წიკლაური – “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები”
  8. ბიძინა გეგიძე – დამოუკიდებელი
  9. ალექსანდრე ერქვანია – დამოუკიდებელი
  10. გიორგი მოსიძე – დამოუკიდებელი
  11. მარიამ ჯაში – “დამოუკიდებელი დეპუტატები”
  12. კობა ნარჩემაშვილი – “დამოუკიდებელი დეპუტატები”
  13. დავით ჭიჭინაძე – დამოუკიდებელი
  14. გიორგი ბეგაძე – დამოუკიდებელი

რაც შეეხება ჟურნალისტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების სამსახურის ყოფილი უფროსის, დოდო შონავას კანდიდატურას: მისი წარმდგენების უმრავლესობა “ქართული ოცნების” ყოფილი წევრები იქნებიან. მათ შორის:

  1. ეკა ბესელია – დამოუკიდებელი
  2. ნინო გოგუაძე – დამოუკიდებელი
  3. ირინე ფრუიძე – დამოუკიდებელი
  4. თამარ ჩუგოშვილი – დამოუკიდებელი
  5. ნატო ჩხეიძე – დამოუკიდებელი
  6. დიმიტრი ცქიტიშვილი – დამოუკიდებელი
  7. ზვიად ძიძიგური – დამოუკიდებელი
  8. თამარ ხულორდავა – დამოუკიდებელი
  9. ზაზა ხუციშვილი – დამოუკიდებელი
  10. ლევან კობერიძე – ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები”
  11. გედევან ფოფხაძე – ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები”
  12. ლევან გოგიჩაიშვილი – ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები”
  13. ზვიად კვაჭანტირაძე – ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები”
  14. ბექა ნაცვლიშვილი – ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები”

ეს კანდიდატები საბჭოში სამი ვაკანტური ადგილისთვის იბრძვიან. ადგილები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საბჭოს წევრობისთვის განკუთვნილი ვადა ამოწურეს ნინია კაკაბაძემ, ქეთი მსხილაძემ და გია იაკობაშვილმა.

თავდაპირველად, საზმაუს ბორდის წევრობაზე 10 კანდიდატი დარეგისტრირდა.  მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო კომისიამ გასაუბრება 8 მათგანთან გამართა, ორი კი, როგორც კომისია წერს, მეორე ეტაპზე არ გამოცხადდა. 8-დან ყველა კანდიდატმა საკონკურსო კომისიის დებულებით განსაზღვრული ხმების საკმარისი რაოდენობა (5 და მეტი) მიიღო. ხმები ასე გადანაწილდა:

პარლამენტისთვის გაგზავნილი კანდიდატების სიიდან კი საბოლოოდ კენჭს ოთხ კანდიდატს უყრიან.

სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დარეგისტრირებულია “აჭარის ტელევიზიის” ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძეც, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატების ნაწილი წარადგენს. თუმცა მას წარმდგენთა საკმარის რაოდენობამდე 1 დეპუტატის თანხმობა აკლია, შესაბამისად, თუ ეს მოცემულობა დარჩა, მის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს არ უყრის. კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა დღეს იწურება.

შესწორება: სტატიაში დაზუსტდა სათაური და ის, რომ წარდგენის ვადა დღეს იწურება.

ამავე თემაზე

ნათია კაპანაძის კანდიდატურის წარსადგენად ბუკიას ხმაა საჭირო, რომელსაც ვერ ვპოულობთ – გოგორიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი