საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა სამი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ათი კანდიდატი იბრძოლებს.
საქართველოს პარლამენტმა 8 ივნისს გამოაქვეყნა სია იმ ადამიანებისა, ვინც საკუთარი კანდიდატურა წარადგინა ამ პოზიციაზე. პარლამენტმა მათგან სამი კანდიდატი უნდა შეარჩიოს. ესენი არიან:
- ზაზა აბაშიძე — „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებელი;
- თამარ ამაშუკელი — ხელოვნებათმცოდნე, „ტფილისის ჰამქრის“ წევრი;
- ნათია კაპანაძე — აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი; მას თანამდებობა იმპიჩმენტის შედეგად დაატოვებინეს;
- გრიგოლ (გია) მურღულია — ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი
- ბონდო მძინარაშვილი — მედიაკავშირი „ობიექტივის“ წამყვანი;
- ოთარ შაორშაძე — ჟურნალისტი; ის 2013 წელსაც იღებდა ბორდის წევრობის კონკურსში მონაწილეობას;
- დოდო შონავა — ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების სამსახურის ყოფილი უფროსი;
- კონსტანტინე (კოტე) ჩლაიძე — რეჟისორი, პროდიუსერი; 2014 წელსაც იყო მეურვეობის კანდიდატი;
- ნინო ჭალაგანიძე – თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი;
- ზაურ ხალილოვი — „სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი;
განახლება: თავდაპირველ ვერსიაში ზაზა აბაშიძის ფოტო და მის შესახებ ცნობები არაზუსტად იყო მითითებული. საუბარია „მართველობის მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებელზე და არა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორზე, როგორც ეს თავდაპირველ ვერსიაში ეწერა.