ახალი ამბები

400-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა ან საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება – გახარია

25 ივნისი, 2020 • 1141
400-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა ან საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება – გახარია

პრემიერი-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო 400-ზე მეტ დევნილ ოაჯხს ბინას გადასცემს, ნაწილს კი საცხოვრებელ ფართს დაუკანონებს.

როგორც დღეს, 25 ივნისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გახარიამ თქვა, წლის ბოლომდე სახელმწიფო, ჯამში, 500 ოჯახს გადასცემს ბინას:

“დღეს 496 დევნილ ოჯახს ჯანდაცვის სამინისტრო ახალ ბინას გადასცემს ან უკვე არსებულ ფართს დაუკანონებს. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და გაგრძელებაა დევნილებზე ზრუნვის. წლის ბოლომდე მსგავსი დადგენილებები რამდენიმე კიდევ გვექნება, რომელიც შეეხება დაახლოებით 500 დევნილს ქვეყნის მასშტაბით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი